08.05.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო
ნორა მუხაშავრიას განცხადება, ტელეკომპანია პირველის ჟურნალისტის -
ნატო გოგელიას წინააღმდეგ.სადავო სიუჟეტი ტელეკომპანიის ეთერში, 2020 წლის 30 აპრილს გავიდა და ის ოზურგეთის მერიის მიერ ფსიქიატრიულ კაბინეტთან დადებულ ხელშეკრულებას ეხებოდა.
განმცხადებლის თქმით, ჟურნალისტმა გაავრცელა არასწორი ინფორმაცია ოზურგეთში არსებული ფსიქოლოგიური კაბინეტის არარსებობის შესახებ. შეიჭრა მისი მშობლების საცხოვრებელ სახლში, უნებართვოდ ჩაწერა სიუჟეტი, გაასაჯაროვა და პატივი არ სცა სხვების ინტერესებს. რის გამოც მხარე მიიჩნევს რომ დარღვეულია:
- ინფორმაციის სიზუსტის(1-ლი);
- წყაროს დადასტურების (მე-3);
- ინფორმაციის კეთილსინდიერად მოპოვების(მე-4);
- პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის (მე-10) პრინციპი.
ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და დაადგენს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.