10.05.2020
2020 წლის 09 მაისს გაამრთულ
სხდომაზე საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ განიხილა
საქმე - ანი მეზურნიშვილი ია ფარულავას წინააღმდეგ. საბჭოს
გადაწყვეტილებით, ია ფარულავამ 2020 წლის 20 აპრილს გასულ
სადავო მასალაში დაარღვია ქარტიის მეშვიდე - დისკრიმინაციის
წახალისების პრინციპი.
განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ
ჟურნალისტის კითხვაზე “გათხოვების საიდუმლოსთან” დაკავშირებით,
რესპონდენტის, სალომე გოგიაშვილის, პასუხი იყო სტერეოტიპული. მისი
აზრით, გადაცემის მსგავსი ფორმით გაშვება სერიოზულ საფრთხეს
წარმოადგენს, მითუმეტეს, რომ ქალები საქართველოში ჯერ კიდევ არიან
გენდერული სტერეოტიპების მსხვერპლნი და მსგავსმა განცხადებებმა
შესაძლოა წაახალისოს დისკრიმინაცია და საზოგადოებას ჩაუნერგოს აზრი,
რომ ქალის არსებობის ძირითად მიზანს წარმოადგენს გათხოვება, საჭმლის
მომზადების ცოდნა და ასე შემდეგ.
განხილვაში მონაწილეობა მიიღო
მხოლოდ განმცხადებელმა. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი
მოგვიანებით გამოქვეყნდება.