11.05.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის გადაწყვეტილებით
ტელეკომპანია მთავარის ჟურნალისტმა თამთა დოლენჯაშვილმა ქარტიის
პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) და მეხუთე (არასწორი ინფორმაციის
შესწორება) პრინციპი დაარღვია.მის წინააღმდეგ ქარტიას გიორგი გოგეშვილმა მიმართა 2020 წლის 04 აპრილს გასული სიუჟეტის გამო, რომელიც covid_19-ისგან დაცვის ყველაზე მაღალეფექტურ პირბადის სახეობებს ეხებოდა.
განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ მასალის ავტორმა ყველა მნიშვნელოვანი დეტალი გამოტოვა და სიუჟეტი გაუშვა სათაურით “Fake პირბადეები”, რამაც შექმნა არასწორი ინტერპრეტაცია და რეპუტაციული ზიანი მიაყენა კომპანიას.
მხარე ასევე დაობდა მეთერთმეტე - ფაქტის გაზრახ დამახინჯების პრინციპზე, თუმცა საბჭომ ამ ნაწილზე დარღვევა არ დაადგინა.
გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.