11.05.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის გადაწყვეტილებით
ტელეკომპანია იმედის, გადაცემა ღია ეთერის წამყვანებმა რუსა შელიამ და
ვაკა გორგილაძემ ქარტიის მეშვიდე - დისკრიმინაციის წახალისების
პრინციპი დაარღვიეს.მათ წინააღმდეგ ქარტიის საბჭოს მიმართა 2020 წლის 28 აპრილს გასული გადაცემის გამო “თანასწორობის მოძრაობამ” მიმართა. Განმცხადებელი აღნიშნავდა,რომ ჟურნალისტების მონოლოგს, კონტექსტი გარეშე რეპლიკებსა და გამოყენებულ ფოტოებს შესაძლოა უარყოფითი გავლენა ჰქონოდა პირთა თანასწორუფლებიანობაზე და შეიცავდა როგორც გენდერული ნიშნით, ისე ლგბტ ადამიანების მიმართ დისკრიმინაციის წახალისების მცდელობას.
გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.