21.05.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის
ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო არასამთავრობო ორგანიზაცია
“ფემინას” განცხადება primetime-ს ჟურნალისტის, თამარ ბუჩუკურის
წინააღმდეგ.
სადავო მასალა გამოცემის ვებგვერდზე 2020 წლის 10 მაისს განთავსდა სათაურით ,,ვინ არის პატარა გოგონა, რომლის ფოტოს მამა ანდრია აქვეყნებს."
სადავო მასალა გამოცემის ვებგვერდზე 2020 წლის 10 მაისს განთავსდა სათაურით ,,ვინ არის პატარა გოგონა, რომლის ფოტოს მამა ანდრია აქვეყნებს."
განცხადების თანხმად სადავო
სტატიაში მოყვანილი ფაქტები სიმართლეს არ შეესაბამება, რითაც მხარე
მიიჩნევს რომ დარღვეულია ქარტიის პირველი პრინციპი. განმცხადებელი
ასევე თვლის, რომ პერსონალური მონაცემების გასაჯაროებით დარღვეულია
პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის (მეათე) პრინციპი, ხოლო
არასრუწლოვანის ფოტოს და მის შესახებ დეტალების გავრცელება იწვევს
ქარტიის მე-8 პრინციპის - ბავშთა უფლებების დარღვევას.
განმცხადებელი ასევე სადავოდ ხდის შემდეგი პრინციპების დარღვევას:
- მე-3 - წყაროს დადასტურება;
- მე-4 - მასალის მოპოვების კეთილსინდისიერი მეთოდები;
- მე-5 არასწორი ინფორმაციის შესწორება;
- მე-7 დისკრიმინაციის წახალისება.