30.05.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით,
ირაკლი ჩიხლაძემ და შორენა ხვიჩიამ ქარტიის პირველი - ინფორმაციის
სიზუსტის პრინციპი დაარღვიეს.მათ წინააღმდეგ ქარტიას ააიპ მოძრაობა “სირცხვილიამ” მიმართა. მხარე დავობდა იმედის კვირაში გასული სიუჟეტის გამო “ვინ არიან ადამიანები, რომლებიც ხალხის და ქვეყნის ზიანის ხარჯზე ძალაუფლების ხელში ჩაგდებას ცდილობენ.” განმცხადებელი განმარტავდა, რომ , ჟურნალისტურ მასალაში მოძრაობის წარმოჩენა მოხდა, როგორც "ნაციონალური მოძრაობის " მოკავშირის და ხელისუფლების რევოლუციური გზით შეცვლის მსურველის, რაც ემსახურებოდა “სირცხვილიას” დისკრედიტაციას.
გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.