30.05.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო
მაია გელაშვილის და ნუცა მაზანაშვილის განცხადება ტელეკომპანია
“მთავარის” გადაცემა “ფოსტ ფაქტუმის” წამყვანის, გიორგი გაბუნიას
წინააღმდეგ.სადავო გადაცემა “ფოსტ ფაქტუმი” ტელეკომპანიის ეთერში 2020 წლის 26 მაისს გავიდა.
განმცხადებლის განმარტებით გადაცემის მიმდინარეობისას წამყვანის მიერ გამოყენებული სიტყვები და შეფასებები ქალებისადმი მიზოგენურია. მხარის პოზიციით გიორგი გაბუნიას მიერ მონოლოგისას წარმოთქმული ფრაზა „თუ იცი, რომ გაუპატიურება გარდაუვალია, მოდუნდი და ეცადე მიიღო სიამოვნება” მნიშვნელობას უკარგავს და აუბრალოებს გაუპატიურების თემას, ასევე ეპითეტები, როგორიცაა „ბერწი“, გამოთქმა „შობე დარეჯან, შობე“ და სხვა, არის შეურაცხმყოფელი და აღრმავებს საზოგადოებაში ქალების საზოგადოებრივი როლის მიმართ არსებულ სტერეოტიპებს.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, განმცხადებელი თვლის, რომ დაირღვა ქარტიის მეშვიდე პრინციპი, ვინაიდან გადაცემა ხელს უწყობდა დისკრიმინაციული გარემოს შექმნას და ძალადობის მსხვერპლი ან უშვილო ქალების მიმართ ნეგატიური განწყობების კიდევ უფრო გავრცელებას.