08.06.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო
გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება “აი ფაქტის” განცხადება
ტელეკომპანია “მთავარის” ჟურნალისტის - გიგლა თუმანიშვილის
წინააღმდეგ.სადავო სიუჟეტი 2020 წლის 28 მაისს 9 საათიან გამოშვებაში გავიდა და მეუფე ანტონის საკუთრებაში არსებულ ქონებას ეხება.
განმცხადებელი უთითებს რომ გამოშვებაში ჟურნალისტმა დაუშვა რამდენიმე ფაქტობრივი შეცდომა შემდეგ გარემოებებთან დაკავშირებით:
- რა უფლებით ჰქონდა გადაცემული მეუფე ანტონს მიწა ბაღდადში;
- რამდენ კვადრატულ რეგისტრირებულ მიწას ფლობს ვარციხეში და რას წარმოადგენს ეს ტერიტორია;
- რამდენ კვადრატულ ბინას ფლობს თბილისში;
- ვანში მეუფე ანტონის ინიციატივით გახსნილია ევროკლუბი თუ გიმნაზია
განმცხადებელი თვლის, რომ სადავო მასალაში დაირღვა ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მესამე (წყაროს დადასტურების) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება და პლაგიატი)პრინციპი.
ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და დაადგენს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.