23.06.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო
უჩა ზაქაშვილის, მერაბ კახიანის და ჯამბულ ბახტაძის განცხადება
მთავარი არხის ჟურნალისტის - ნინო კეკელიას წინააღმდეგ.სადავო ჟურნალისტური პროდუქტი “ამერიკელი ბიზნესმენი საქართველოს სამართლებრივ სისტემაში არსებულ კორუფციაზე საუბრობს” ტელეკომპანია “მთავარის” ვებგვერდზე 2020 წლის 12 ივნისს გამოქვეყნდა.
განმცხადებლების განმარტებით, სიუჟეტში მათდამი გაჟღერებული ბრალდება ფულის გამოძალვის შესახებ უსაფუძვლოა და სიმართლეს არ შეესაბამება. მხარე ამბობს რომ ჟურნალისტი მასალის მომზადებისას მათ არ დაკავშირებია და აუდიტორიას მხოლოდ ერთი მხარის პოზიცია გააცნო.
განმცხადებლები ჟურნალისტს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მეხუთე (შესწორება) და მეშვიდე (დისკრიმინაცია) პრინციპების დარღვევას ედავებიან.
ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.