01.07.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით
ტელეკომპანია “იმედის”, წამყვანებმა რუსა შელიამ და ვაკა გორგილაძემ
ინფორმაციის სიზუსტის პრინციპი დაარღვიეს.მის წინააღმდეგ ქარტიას ლევან ქათამაძემ მომართა. მხარე დავობდა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში, გადაცემა “არენაში” 2020 წლის 11 თებერვალს გასულ სიუჟეტზე, რომელიც ამერიკელი კონგრესმენების კრიტიკულ წერილებს და Fake news-ებს ეხება. მხარის განმარტებით, fake news-ებთან დაკავშირებით ინტერვიუსთვის დაუკავშირდა ჟურნალისტი, მას, როგორც საიას საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს და მისი კომენტარი ჩაწერა შეთანხმების გარეშე. განმცხადებელს მიაჩნდა, რომ ტელევიზიით გავრცელდა მცდარი ინფორმაცია ლევან ქათამაძესთან დაკავშირებით, კერძოდ, მის პასუხს მიეცა არასწორი ინტერპრეტაცია.
მხარე ასევე დავობდა ქარტიის მეოთხე (ინფორმაციის მოპოვების კეთილსიდისიერი მეთოდები) და მეათე (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) პრინციპებზე, მაგრამ საბჭომ ამ ნაწილზე დარღვევა არ დაადგინა.
გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.