09.07.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით
Primetime.ge-ის ჟურნალისტს მირიან ბოქოლიშვილს, ქარტიის მეოთხე
(ინფორმაციის მოპოვების კეთინსინდისიერი მეთოდები) და მეათე (პირადი
ცხოვრების ხელშეუხებლობა) პრინციპები არ დაურღვევია.მის წინააღმდეგ ქარტიას ლევან ცალუღელაშვილმა მომართა. მხარე დავობდა, გამოცემის ვებგვერდზე 2020 წლის, 25 ივნისს, გამოქვეყნებულ მასალაზე: “როგორ დაიწყო დაპირისპირება? – გიორგი შაქარაშვილის საქმის ახალი გარემოება.”
თავდაპირველად განმცხადებელი ასევე აღნიშნავდა რომ მედია საშუალების მიერ დარღვეული იყო პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მესამე (დადასტურებული წყარო) და მეხუთე (შესწორება) პრინციპებიც, მაგრამ მას შემდეგ რაც primetiime.ge სტატია შეასწორა, განმცხადებლმა აღნიშნული პრინციპები მოხსნა.
გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.