13.07.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით
kvira.ge-ზე გამოქვეყნებულ მასალებში ქარტიის პრინციპები დაირღვა.განმცხადებელი სოფიო ხაჭაპურიძე მიიჩნევდა რომ ქარტიის პრინციპები დაირღვა kvira.ge-ზე გამოქვეყნებულ შემდეგ სტატიებში:
“ქაცარავა თვალით არც მინახავს” - ოკუპანტის მიერ დაკავებული გუნდიშვილი სამოქალაქო აქტივისტს ტყუილში ამხელს”, საბჭოს გადაწყვეტილებით, ამ მასალაში დაირღვა ინფორმაციის სიზუსტის, არასწორი ინფორმაციის შესწორების და ფაქტის განზრახ დამახინჯების პრინციპი.
ხოლო სტატიაში - “მაგათ უნდათ არეულობა” - საოკუპაციო ზოლთან ვაშაძის და ქაცარავას ჩასვლამ ადგილობრივები გააღიზიანა”, საბჭომ მიიჩნია რომ ადგილი ჰქონდა ქარტიის ინფორმაციის სიზუსტის და ფაქტის განზრახ დამახინჯების პრინციპების დარღვევას.
გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.