გადაცემა “დროებას” წინააღმდეგ ქარტიას მიმართეს
14.07.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო ასლან ლორთქიფანიძის განცხადება ტელეკომპანია “ფორმულას” გადაცემა “დროების” წინააღმდეგ.

სადავო სიუჟეტი 2020 წლის, 21 ივნისს გავიდა ტელეკომპანიის ეთერში, რომელიც აჭარაში შესაძლო ნეპოტიზმის ფაქტს ეხებოდა.

განმცხადებლის განმარტებით, სიუჟეტში მოყვანილი ინფორმაცია მისიცოლისა და დავით გაბაიძის მეუღლის ნათესაური კავშირის შესახებ არასწორია.

განმცხადებელი დავობს ქარტიის შემდეგი პრინციპების დარღვევაზე:

  • პირველი - ინფორმაციის სიზუსტე;
  • მესამე- დადასტურებული წყარო;
  • მეხუთე - არაზუსტი ინფრომაციის შესწორება;
  • მეშვიდე - დისკრიმინაცია;
  • მეათე - პირადი ცხოვრების ხელშეულხებლობა;
  • მეთერთმეტე- ფაქტის განზრახ დამახინჯება
ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.