14.07.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო
არასამთავრობო ორგანიზაცია “ფემინას” განცხადება მთავარი არხის
ჟურნალისტის გიორგი ახალკაცის წინააღმდეგ.სადავო სიუჟეტი ტელეკომპანიის ეთერში 2020 წლის 18 ივნისს გავიდა.
განმცხადებლის განმარტებით, სიუჟეტში მოყვანილი ინფორმაცია მომხდარის შესახებ არ ეყრდნობა ოფიციალურ წყაროებს და გაჟღერებულია გარე პირების კომენტარები, რომელთაც არ შეუძლიათ ინფორმაციის უტყუარობის დადასტურება. განმცხადებელი თვლის, რომ სიუჟეტის შინაარსი ისეა წარმოდგენილი, რომ ქალი პირდაპირ დადანაშაულებულია შვილის მკვლელობაში და არ ითვალისწინებენ მის მძიმე ფსიქოლოგიურ ფონს. სიტუაციის მსგავსი ფორმით გადმოცემა, ქალს კიდე უფრო მოწყვლადს ხდის.
განმცხადებელი დავობს ქარტიის შემდეგი პრინციპების დარღვევაზე:
- პირველი - ინფორმაციის სიზუსტე;
- მეხუთე - არაზუსტი ინფრომაციის შესწორება;
- მეშვიდე - დისკრიმინაცია;
- მეათე - პირადი ცხოვრების ხელშეულხებლობა