14.07.2020
მთავარი არხის წინააღმდეგ ქარტიას შპს “რუსთავის ავტობაზრობამ”
მომართა. სადავო სიუჟეტი ეთერში 2020 წლის 16 ივნისს გავიდა და
ეხებოდა საპროტესტო აქციას, რომელიც ავტომანქანების იმპორტიორებმა
გამართეს ავტობაზრობის ტერიტორიაზე.განმცხადებელი განმარტავდა, რომ მთავარი არხის გადამღებმა ჯგუფმა მათ ტერიტორიაზე ვიდეო გადაღება ნებართვის გარეშე განახორციელეს და ეს ინფორმაციის მოპოვების “არაკეთილისინდისიერი და არასამართლიანი” მეთოდი იყო (ქარტიის მე-4 პრინციპი).
ქარტიის საბჭომ არ გაიზიარა განმცხადებლის არგუმენტები და მიიჩნია რომ მე-4 პრინციპის დარღვევას ადგილი არ ჰქონია.
გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.