15.07.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის გადაწყვეტილებით,
ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გასულ გადაცემაში “მობილიქსში” ქარტიის
პირველი - ინფორმაციის სიზუსტის პრინციპი დაირღვა.ქარტიას ანა ებანოიძემ და მარიამ გაბრიჩიძემ მომართეს, 2020 წლის 12 მაისს, ტელეკომპანიის ეთერში გასული გადაცემა “მობილიქსის” გამო, რომელიც სანდრო გიორგვლიანის მკვლელობას, მასთან დაკავშირებულ მართლმსაჯულების აღსრულებასა და ამ ფაქტის პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაზე გავლენას ეხება.
მხარე განმარტავდა, რომ სიუჟეტში ზუსტად და ობიექტურად არ არის აღწერილი საქმის დეტალები და ინფორმაცია მოდელირებულია, არის პროპაგანდისტული და ხელს უწყობს საქმეში მოქმედი პირების მიმართ ნეგატიური განწყობების ჩამოყალიბებას.
გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.