21.07.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო
დავით ამირეზაშვილის განცხადება ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტის
გურამ ნიკოლაშვილის წინააღმდეგ.სადავო სიუჟეტი ტელეკომპანიის ეთერში, გადაცემა ქრონიკაში, 2020 წლის 06 ივლისს გავიდა, რომელიც ტურიზმის საინიციატივო ჯგუფის მიერ 6 ივლისს ჩატარებულ საპროტესტო აქციას ეხებოდა.
განმცხადებლის განმარტებით, გადაცემაში მოყვანილი ინფორმაცია ცილისმწამებლური, დაუსაბუთებელი და გადაუმოწმებელია. მხარე აღნიშნავს,რომ სრულიად უსაფუძვლოდაა დაკნინებული ტურიზმის ინდუსტრიის თითოეული სეგმენტის მნიშვნელობა და ამ სფეროში მომუშავე ადამიანების მიმართ ქმნის ნეგატიურ განწყობას.
განმცხადებელი დავობს ქარტიის შემდეგი პრინციპების დარღვევაზე:
- პირველი - ინფორმაციის სიზუსტე;
- მეორე - ჟურნალისტის იძულების დაუშვებლობა;
- მესამე- დადასტურებული წყარო;
- მეხუთე - არაზუსტი ინფრომაციის შესწორება;
- მეთერთმეტე- ფაქტის განზრახ დამახინჯება