24.07.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის
ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამიამ ქარტიის პირველი
პრინციპი (სიზუსტე) დაარღვია.
მის წინააღმდეგ ქარტიას ნათია
რუხაიამ მომართა. მხარე სადავოდ ხდიდა 2020 წლის 7 ივლისს ნიკა
გვარამიას მიერ გავრცელებულ
ინფორმაციას, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე არსებულ კადრებში
თეთრპერანგიანი ახალგაზრდა მამაკაცი, შესაძლოა, ავთანდილ ბილანიშვილი
ყოფილიყო.
მხარე ასევე დავობდა ქარტიის
მესამე (დადასტურებული წყარო) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ
დამახინჯება) პრინციპების დარღვევაზე, მაგრამ საბჭომ ამ ნაწილზე
დარღვევა არ დაადგინა.
გადაწყვეტილების სამოტივაციო
ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.