29.07.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო
ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადება TV პირველის ჟურნალისტების
ეკატერინე მაღრაძის და ნინო ელიკაშვილის წინააღმდეგ.სადავო ჟურნალისტური პროდუქტი ტელეკომპანიის ეთერში, 2020 წლის 2 ივლისს გავიდა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ საწვავში დახარჯულ თანხებს ეხებოდა.
განმცხადებლის განმარტებით, სიუჟეტში მოყვანილი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ცესკო შეძენილი მანქანების ოდენობითა და დახარჯული საწვავის ლიმიტის გადაჭარბებაში ლიდერია, IDFI-ის კვლევაში არ არის მოხსენიებული და ამის თაობაზე გავრცელებული ინფორმაცია არასწორია.
განმცხადებელი დავობს ინფორმაციის სიზუსტისა და და წყაროს დადასტურების პრინციპების დარღვევაზე.
ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.