საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში თანამშრომელთა დევნა და შევიწროება გრძელდება
31.07.2020
2020 წლის 30 ივლისს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ თანამდებობიდან გაათავისუფლა მაუწყებლის სამი თანამშრომელი. მათ შორის არიან, ალტერნატიული პროფკავშირის დამფუძნებლები- შემოქმედებითი სამსახურის შემოქმედებითი მიმართულების მენეჯერი და გადაცემა„ჰეშთეგის“ ავტორი გიორგი მურვანიძე, შემოქმედებითი სამსახურის დილის გადაცემის „დილის ტალღის“ ხელმძღვანელი ბაჩო გურაბანიძე. ასევე გათავისუფლებულია მემონტაჟე გუგა ქადიძე.
მიღებული გადაწყვეტილების მიზეზად თანამშრომელთა შორის დაპირისპირება სახელდება. თუმცა როგორც თავად ერთ-ერთი გათავისუფლებული პირი, ბაჩო გურაბანიძე განმარტავს „ეს გადაწყვეტილება არ იყო მხოლოდ ინციდენტის გამო მიღებული. გაგვათავისუფლეს იმიტომ, რომ ამ ინციდენტში ფიგურირებს იმ აქციის თემა, რომელიც ჩვენ მოვაწყეთ აჭარის მაუწყებლის წინ, 26 ივნისს. შესაბამისად, [..] მაქვს გონივრული ეჭვი, რომ ეს იყო მოტივი ჩვენი [იგულისხმება გიორგი მურვანიძე და ბაჩო გურაბანიძე] სამსახურიდან გათავისუფლების. ამისთვის გამოინახა შესაბამისი მიზეზი და დაგვითხოვეს სამსახურიდან.“

მიგვაჩნია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში თანამშრომელთა დევნა და შევიწროება გრძელდება.

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრი ორგანიზაციები, უკიდურესად კრიტიკულად ვაფასებთ აჭარის მაუწყებელში მიმდინარე პროცესებს, რომლებიც ეწინააღმდეგება მედიის თავისუფლების თანამედროვე სტანდარტს და შეიცავს ადამიანის უფლებათა დარღვევის საგანგაშო ნიშნებს. მენეჯმენტის მიერ მიღებული ზომები არაჰუმანურია, თავისუფალი ადამიანების დასჯის ინსტრუმენტს წარმოადგენს და არ შეიძლება დარჩეს სათანადო ყურადღების გარეშე.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.