11.08.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით მაია
მამულაშვილს და სალომე უერთაშვილს ქარტიის პირველი (ინფორმაციის
სიზუსტე), მესამე (დადასტურებული წყარო), მეშვიდე (დისკრიმინაცია) და
მერვე (ბავშვის უფლებები) პრინციპები არ დაურღვევიათ.მის წინააღმდეგ ქარტიას ააიპ სოციალურ მუშაკთა გაერთიანებამ მომართა. მხარე სადავოდ ხდიდა, ტელეკომპანია “პირველის” ეთერში, 2020 წლის 11 მაისს გასულ გადაცემას, რომელიც არასრულწლოვანს ეხებოდა.
განმცხადებლის განმარტებით, სიუჟეტში არასრულწლოვანის ბავშვთა სახლში გადაყვანის შესახებ არასწორი და შესაბამის ორგანოსთან გადაუმოწმებელი ინფორმაცია გავრცელდა. ამასთან, ჟურნალისტმა არასწორად გამოიყენა ტერმინი, სოციალური მუშაკის ნაცვლად - სოციალური აგენტი და არასწორად წარმოაჩინა მისი უფლება-მოვალეობები.
მხარე ასევე უთითებდა, რომ მოხდა არასრულწლოვანის იდენტიფიცირება მისი სახელისა და გვარის გაჟღერებით.
ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.