20.08.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო
ააიპ სოციალურ მუშაკთა გაერთიანების განცხადება გიორგი გაბუნიას და
ლაშა ნაკაიძის წინააღმდეგ.სადავო ჟურნალისტური პროდუქტი, “დედა-შვილი სიღარიბის გამო დააშორეს, ბავშვს 25 აგვისტოს გააშვილებენ” -მთავარი არხის ეთერში, გადაცემა "Post Factum"-ში, 2020 წლის 09 აგვისტოს გავიდა.
განმცხადებლის განმარტებით, სიუჟეტში გაჟღერებული ინფორმაცია თითქოს სოციალური მუშაკები უშვილო ოჯახებთან არიან გარიგებული და არსებობს ე.წ. ბავშვების გაყიდვის სქემა სიმართლეს არ შეესაბამება. სოციალური მუშაკის როლის ისე წარმოჩენით კი, თითქოს “ბავშვების ჩამორთმევაა” მათი მოვალეობა, ხდება ამ სფეროში დასაქმებული ადამიანების დისკრედიტაცია. მხარე მიიჩნევს, რომ დარღვეულია ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მეშვიდე (დისკრიმინაცია) დ მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპი.
გარდა ამისა, მხარე დავობს ქარტიის მერვე პირნციპზეც, რადგან როგორც აღნიშნავს, სიუჟეტში არ იყო დაფარული ბავშვის სახე, რაც შესაძლებელს ხდიდა მის იდენტიფიცირებას.
ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.