20.08.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო
გიორგი ნიორაძის განცხადება commersant.ge-ს არაიდენტიფიცირებული
ჟურნალისტის წინააღმდეგ.სადავო მასალა: “Georgian Capital-ის წარუმატებელი პროექტი - „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ არალიკვიდურობის გამო ლონდონის საფონდო ბირჟიდან ჩაიხსნა” ვებგვერდზე 2020 წლის 11 აგვისტოს გამოქვეყნდა.
განმცხადებლის განმარტებით, ჟურნალისტურ პროდუქტში წარმოთქმული ბრალდებები კომპანიის არაკომპეტენტურობაზე, ხარჯების განკარგავასა თუ საქმიანობაზე უსაფუძვლოა და არანაირ მტკიცებულებებს არ ემყარება.
მხარე მიიჩნევს, რომ დარღვეულია ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპი.
ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.