20.08.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო
მარიანა ჩოლოიანის და მისი ადვოკატების განცხადება ტელეკომპანია
ფორმულას გადაცემა “პოლიტმეტრის” წამყვანების ვახო სანაიასა და ნინო
ჟიჟილაშვილის წინააღმდეგ.სადავო გადაცემა ტელეკომპანიის ეთერში, 2020 წლის 14 აგვისტოს გავიდა და ის ლუკა სირაძის გარდაცვალების ფაქტს ეხებოდა.
განმცხადებლის განმარტებით, სიუჟეტში გაჟღერდა დაუსაბუთებელი ბრალდებები გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანის დამნაშავეობის შესახებ. მხარე მიიჩნევს, რომ დარღვეულია ქარტიის პირველი(ინფორმაციის სიზუსტე) პრინციპი.
ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.