TV პირველის ჟურნალისტის ინა ცარციძის წინააღმდეგ ქარტიას მომართეს
27.08.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო შპს “პარვუს ჯგუფის” განცხადება TV პირველის ჟურნალისტის ინა ცარციძის წინააღმდეგ.

სადავო ჟურნალისტური პროდუქტი:"ბრძანება ნომერი1304-გურიის ინტერნეტიზაცია", ტელეკომპანიის ეთერში 2020 წლის 12 აგვისტოს გავიდა. განმცხადებლის განმარტებით, სიუჟეტში ისე იყო წარმოჩენილი, თითქოს კომპანიამ ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის პროექტირება-მშენებლობის ვალდებულება პირადი კავშირების მეშვეობით დაამყარა. მხარე აღნიშნავს რომ ჟურნალისტმა განზრახ დაამხინჯა ფაქტები და არასწორი ინფორმაციის გავრცელებით ნეგატიურად განაწყო მაყურებელი მათ მიმართ.

განმცხადებელი დავობს ქარტიის შემდეგი პრინციპების დარღვევაზე:

  • პირველი - ინფორმაციის სიზუსტე;
  • მესამე - დადასტურებულო წყარო;
  • მეთერთმეტე - ფაქტის განზრახ დამახინჯება
ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.