07.09.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით
ტელეკომპანია იმედის ჟურნალისტს მარიკა ბაკურაძეს ქარტიის
პირველი (ინფორმაციის სიზუსტე),
მესამე (დადასტურებული წყარო),
მეოთხე (ინფორმაციის მოპოვების კეთილსინდისიერი
მეთოდები), მეხუთე (არაზუსტი ინფორმაციის შესწორება)
და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება)
პრინციპები არ დაურღვევია.მის წინააღმდეგ ქარტიას კობა კუპრაშვილმა მომართა. მხარე სადავოდ ხდიდა “იმედის” ეთერში, 2020 წლის 07 მაისს გასულ სიუჟეტს, რომელიც Covid-19-თან დაკავშირებით გერმანელი მეცნიერების მიერ ჩატარებულ კვლევასა და ვირუსით გარდაცვალების პროცენტულ მაჩვენებელს ეხებოდა.
განმცხადებლის განმარტებით, ვიდეო მიმართვიდან, რომელიც სოციალურ ქსელში ატვირთა და ამ კვლევის შედეგს ეხებოდა, მისი სიტყვები ჟურნალისტმა კონტექსტიდან ამოგლეჯილად გამოიყენა და დაამახინჯა.
გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.