ალექსანდრე ბეჟენცევის წინააღმდეგ ქარტიას მომართეს
16.09.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო მირანდა ოგანეზოვას განცხადება ალექსანდრე ბეჟენცევის წინააღმდეგ.

განმცხადებლის განმარტებით, გაზეთ "Соотечественник" - ის მთავარ რედაქტორად მუშაობის პერიოდში, მას რუს თანამემამულეთა ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭოს (КСОРСГ) თავმჯდომარის პირველი მოადგილე - ალექსანდრე ბეჟენცევი აიძულებდა მოემზადებინა შეურაცხმყოფელი და არაეთიკური მასალა მის (ბეჟენცევის) ყოფილ კოლეგაზე. მხარის თქმით, ვინაიდან მსგავსი შინაარსის სტატიის დაწერაზე უარი განაცხადა, ბეჟენცევი აგრძელებდა მისი როგორც ჟურნალისტის დისკრედიტაციას და მასზე ზეწოლას.

განმცხადებელი მიიჩნევს, რომ დარღვეულია ქარტიის მეორე პრინციპი, რომლის თანახმად: ,,დაუშვებელია ჟურნალისტის იძულება, პროფესიული საქმიანობისას მოიქცეს ან აზრი გამოხატოს საკუთარი სინდისის წინააღმდეგ."

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.