Reportiori.ge-ს ჟურნალისტის ანი ლიპარიშვილის წინააღმდეგ ქარტიას მომართეს
16.09.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო ნათია აბრამიშვილის განცხადება ონლაინ გამოცემა reportiori.ge-ს ჟურნალისტის - ანი ლიპარიშვილის წინააღმდეგ.

სადავო ჟურნალისტური პროდუქტი “ჯორჯიან მანგანეზის თანამშრომლები საკუთარი კომპანიის წინააღმდეგ თაღლითურ კორუფციულ სქემაში ამხილეს”, ვებ-გვერდზე 2020 წლის 05 სექტემბერს გამოქვეყნდა.

განცხადების თანახმად, ჟურნალისტი განმცხადებლის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში უნებართვოდ შეიჭრა და მისგან ინფორმაციის მიღება სურდა, ისე რომ ჟურნალისტს არ უნდოდა საკუთარი ვინაობის გამხელა.

განმცხადებელი დავობს ქარტიის შემდეგი პრინციპების დარღვევაზე:

  • მეოთხე - ინფორმაციის მოპოვების კეთილსინდისიერი მეთოდების გამოყენება;
  • მეათე - პირად ცხოვრებაში შეჭრა
ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.