16.09.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო
მარინა ბრეგვაძის განცხადება ტელეკომპანია “მთავარის” ჟურნალისტების -
მიხეილ სესიაშვილის და ქეთა ციცქიშვილის წინააღმდეგ.სადავო ჟურნალისტური პროდუქტი “როგორ აყალბებს პოლიცია შაქარაშვილის საქმეს - ფოტოგრაფის შეცვლილი ჩვენებები და დამალული ზარები” ტელეკომპანიის ეთერში 2020 წლის 11 ივლისს გავიდა.
განმცხადებლის განმარტებით, გადაცემაში გაჟღერდა, რომ თითქოს მის შვილს, იაკობ ბრეგვაძეს 112-ში არ დაურეკავს და იმ ღამეს დაუკავშირდა მის (განმცხადებლის) ბიძაშვილს ნინო ბრეგვაძეს, რაც მხარის განმარტებით, სიმართლეს არ შეესაბამება.
განმცხადებელი დავობს ქარტიის შემდეგი პრინციპების დარღვევაზე:
- პირველი- ინფორმაციის სიზუსტე;
- მეხუთე - არასწორი ინფორმაციის შესწორება;
- მეშვიდე - დისკრიმინაცია