მთავარი არხის ჟურნალისტმა ნინო კეკელიამ ქარტიის პირველი და მეხუთე პრინციპები დაარღვია
18.09.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, მთავარი არხის ჟურნალისტმა ნინო კეკელიამ ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) და მეხუთე (არაზუსტი ინფორმაციის შესწორება) პრინციპები დაარღვია.

მის წინააღმდეგ ქარტიას მერაბ კახიანმა და ჯამბულ ბახტაძემ მომართეს. მხარე დავობდა ტელეკომპანია “მთავარის” მიერ , 2020 წლის 12 ივნისს გამოქვეყნებულ მასალაზე: “ამერიკელი ბიზნესმენი საქართველოს სამართლებრივ სისტემაში არსებულ კორუფციაზე საუბრობს”. განმცხადებელი განმარტავდა, რომ სიუჟეტში მათდამი გაჟღერებული ბრალდება ფულის გამოძალვის შესახებ უსაფუძვლო იყო და სიმართლეს არ შეესაბამებოდა, რომ ინფორმაციის გადამოწმება მათთან არ მომხდარა.

მხარე ასევე დავობდა ქარტიის მეშვიდე (დისკრიმინაცია) პრინციპზე, მაგრამ საბჭომ ამ ნაწილზე დარღვევა არ დაადგინა.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.