21.09.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით,
მთავარ არხზე გასულ სიუჟეტში ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე)
პრინციპი დაირღვა.სადავო სიუჟეტი: “პოლიციის მაღალჩინოსნის საიდუმლო ბიზნესი” 2020 წლის 20 ივნისს, ტელეკომპანიის ეთერში, გადაცემაში “შაბათის მთავარი” გავიდა.
განმცხადებელი ეკა ლატარია განმარტავდა, რომ სიუჟეტში გადმოცემული ინფორმაცია რომ განმცხადებელი ნავთობგადამამუშავებელ საწარმოს ფლობს, სიცრუეა. მხარე თვლიდა, რომ ჟურნალისტმა მიზანმიმართულად შეცვალა კონტექსტი და დაამახინჯა ფაქტები.
მხარე ასევე დავობდა ქარტიის მესამე (დადასტურებული წყარო) , მეოთხე (ინფორმაციის მოპოვების კეთილსინდისიერი მეთოდები) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპებზე, მაგრამ საბჭომ აღნიშნული დარღვევა არ დაადგინა.
გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.