ნიკა ლალიაშვილმა ქარტიის მეორე პრინციპი დაარღვია
04.10.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ნიკა ლალიაშვილმა ქარტიის მეორე პრინციპი (დაუშვებელია ჟურნალისტის იძულება, პროფესიული საქმიანობისას მოიქცეს ან აზრი გამოხატოს საკუთარი სინდისის წინააღმდეგ) დაარღვია.

მის წინააღმდეგ ქარტიას ანა ცხოვრებოვამ, ნინო კვინტრაძემ, მარიამ მჭედლიშვილმა, გიგა ბენიამ და ნუცა შუბაშვილმა მომართეს.

განცხადების თანახმად, ნიკა ლალიაშვილის გადაწყვეტილებით, 2020 წლის 1 მარტიდან, ტელეკომპანია “მაესტროს” გადაცემა “ბიზნესი” დაიხურა, ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, ადგილი ჰქონდა გადაცემის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობას ნიკა ლალიაშვილის მხრიდან, იგი ასევე აძლევდა მითითებებს ჟურნალისტებს როგორ გაშუქებულიყო საკითხი ისე, რომ მმართველი გუნდის ინტერესი არ დაზარალებულიყო.

როგორც განმცხადებელი განმარტავდა, “ბაგების საბაგირო კვლავ ექსპლუატიციის მოლოდინშია” არის ერთ-ერთი მასალა, რომელიც წინ უძღოდა სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევას.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.