06.10.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, TV
პირველის ჟურნალისტებმა მაია მამულაშვილმა და ლიკა ჯანყარაშვილმა
პირველი (არაზუსტი ინფორმაცია) და მეხუთე (შესწორება) პრინციპები
დაარღვიეს.მის წინააღმდეგ ქარტიას ბაკურ კიღურაძემ მომართა. სადავო ჟურნალისტური პროდუქტი - “რუსეთის ჯაშუშობისთვის გასამართლებული პირის პირველი განმარტება“ TV პირველის ეთერში გავიდა. ჟურნალისტურ პროდუქტებში საუბარია ბაკურ კიღურაძეზე, რომელმაც ქართულ ოცნებას 50 000 ათასი ლარი შესწირა და ამასთან იგი მანამდე ჯაშუშობის ბრალდებით იყო დაკავებული.
განმცხადებლის განმარტებით, გამოქვეყნებულ მასალებში, ის უცხო ქვეყნის ჯაშუშობისთვის ბრალდებულ პირად არის გამოყვანილი, იმ გარემოების მიუხედავად, რომ მის მიმართ 2018 წელს, გამამართლებელი განაჩენი დადგა. მხარე მიიჩნევდა, რომ ამ ფორმით წარმოჩენა მიზნად ისახავდა მის რეპუტაციულ დისკრედიტაციას.
გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.