გიორგი გაბუნიას და ნანი სისვაძის წინააღმდეგ ქარტიას მომართეს
22.10.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო შპს “ლაკა 2014”-ის განცხადება ტელეკომპანია მთავარის წამყვანის - გიორგი გაბუნიას და ჟურნალისტის ნანი სისვაძის წინააღმდეგ.

სადავო ჟურნალისტური პროდუქტი ტელეკომპანიის ეთერში გადაცემა “პოსტ ფაქტუმში” 2020 წლის 27 სექტემბერს გავიდა.

განმცხადებლის განმარტებით, გადაცემაში გაჟღერებული ინფორმაცია, შპს “ლაკა 2014”-სა და ამხანაგობა “მკურნალს” შორის თაღლითურ გარიგებასთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება. გარდა ამისა, მხარე აღნიშნავს, რომ ჟურნალისტი ინფორმაციის გადასამოწმებლად მას არ დაკავშირებია.

შპს “ლაკა 2014” მოპასუხე მხარეს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) პრინციპის დარღვევას ედავება.

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.