22.10.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო
ბესიკ კალაძის განცხადება TV პირველის წამყვანის ინგა გრიგოლიას
წინააღმდეგ.სადავო ჟურნალისტური პროდუქტი ტელეკომპანიის ეთერში, გადაცემაში “რეაქცია” 2020 წლის 01 ოქტომბერს გავიდა.
განმცხადებლის განმარტებით, წამყვანს გადაცემაში სტუმრად მოწვეული ჰყავდა ნიკანორ მელია, რომელსაც გადაცემის მიმდინარეობისას ეჭირა მისი ფოტოსურათი და მასზე ავრცელებდა ცრუ ინფორმაციას. ბესიკ კალაძის განმარტებით, წამყვანმა ხელი არ შეუშალა სტუმარს არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში, რომელიც შეიცავდა დისკრიმინაციას და პირადი ცხოვრების უპატივცემულობას.
განმცხადებელი დავობს ქარტიის შემდეგი პრინციპების დარღვევაზე:
- პირველი - ინფორმაციის სიზუსტე;
- მეხუთე - არაზუსტი ინფრომაციის შესწორება;
- მეშვიდე - დისკრიმინაცია;
- მეათე- პირადი ცხორების ხელშეუხებლობა
ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.