მთავარი არხის ჟურნალისტების წინააღმდეგ ქარტიას მომართეს
22.10.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადება მთავარი არხის ჟურნალისტების მიხეილ სესიაშვილის და თათია წოწონავას წინააღმდეგ.

სადავო ჟურნალისტური პროდუქტი, ტელეკომპანიის ეთერში, გადაცემაში “მთავარი შაბათს” 2020 წლის 19 სექტემბერს გავიდა.

განმცხადებლის განმარტებით, ეთერში გასული მასალა შეიცავს ბრალდებებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების მიკერძოებულობაზე, მისივე განმარტებით, ერთ-ერთი კომისიის წევრი შეცდომით ჰყავთ დასახელებული, სიუჟეტში ნაჩვენები ფოტო კი მანიპულაციურია და არასწორ წარმოდგენას ქმნის მაყურებელში. განმცხადებელი დავობს ქარტიის ინფორმაციის სიზუსტისა (პირველი)  და წყაროს დადასტურების (მესამე) პრინციპების დარღვევაზე.

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.