TV პირველის ჟურნალისტმა ინა ცარციძემ ქარტიის პრინციპები დაარღვია
27.10.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, TV პირველის ჟურნალისტმა ინა ცარციძემ ქარტიის პირველი (არაზუსტი ინფორმაცია) და მეხუთე (შესწორება) პრინციპები დაარღვია.

მის წინააღმდეგ ქარტიას ილია წულაიამ და შპს “ბაკურიანი რიზორტმა” მომართეს. სადავო ჟურნალისტური პროდუქტი -“მშენებლობა ბაკურიანში” ტელეკომპანიის ეთერში, 2020 წლის 23 ივნისს გავიდა.

განმცხადებლები განმარტავდნენ, რომ სიუჟეტში გასული ინფორმაცია თითქოს შპს “ბაკურიან რიზორტს” საკუთრებაში არსებული ქონება მთავრობისგან გადაეცა და მიმდინარე მშენებლობის გამო ტყის გაჩეხვა იგეგმება სიმართლეს არ შეესაბამება. განმცხადებლები აღნიშნავდნენ, რომ ინფორმაციის მსგავსი ფორმით გავრცელება ზიანს აყენებს მათ საქმიან რეპუტაციას.

მხარე ასევე დავობდა ქარტიის მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპის დარღვევაზე, მაგრამ საბჭოს ან ნაწილზე დარღვევა არ დაუდგენია.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.