27.10.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით,
მთავარი არხის ჟურნალისტმა ანუკა ბუავამ ქარტიის პირველი (არაზუსტი
ინფორმაცია) და მეხუთე (შესწორება) პრინციპები დაარღვია.მის წინააღმდეგ ქარტიას ილია წულაიამ და შპს “ბაკურიანი რიზორტმა”მომართა. სადავო ჟურნალისტური პროდუქტი -“ბაკურიანი ეკო კატასტროფის პირას - ოცნების დეპუტატის ბიზნეს ინტერესები” ტელეკომპანიის ეთერში, 2020 წლის 23 ივნისს გავიდა.
განმცხადებლები განმარტავდნენ, რომ სიუჟეტში გასული ინფორმაცია თითქოს შპს “ბაკურიან რიზორტს” საკუთრებაში არსებული ქონება მთავრობისგან გადაეცა და მიმდინარე მშენებლობის გამო ტყის გაჩეხვა იგეგმება სიმართლეს არ შეესაბამება. განმცხადებლები აღნიშნავდნენ, რომ ინფორმაციის მსგავსი ფორმით გავრცელება ზიანს აყენებს მათ ავტორიტეტსა და საქმიან რეპუტაციას.
მხარე ასევე დავობდა ქარტიის მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპის დარღვევაზე, მაგრამ საბჭოს ან ნაწილზე დარღვევა არ დადუგენია.
გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.