01.11.2020
ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტმა
სოფიო ბეროშვილმა ქარტიის პირველი პრინციპი (ინფორმაციის სიზუსტე)
დაარღვია.ჟურნალისტის წინააღმდეგ ქარტიას ააიპ “აგროგილდიამ” მომართა, სადავო იყო 2020 წლის 28 მაისს, ტელეკომპანიის ეთერში, მოპასუხე ჟურნალისტის ავტორობით გასული სიუჟეტი “მანქანაში, საშინელ პირობებში დატყვევებული ლეკვების გათავისუფლების ისტორია”.
განმცხადებელი ასევე დავობდა შემდეგი პრინციპების დარღვევაზე: მეოთხე - ინფორმაციის მოპოვების კეთილსინდისიერი მეთოდები, მეცხრე - სარეკლამო და სარედაქციო მასალების გამიჯვნა, მეთერთმეტე - ფაქტის განზრახ დამახინჯება. საბჭოს გადაწყვეტილების მეოთხე და მე-11 პრინციპების დარღვევას ადგილი არ ჰქონია. რაც შეეხება მე-9 პრინციპს, აღნიშნულთან დაკავშირებით საბჭოს წევრთა ხმები გაიყო და გადაწყვეტილება ვერ იქნა მიღებული.
გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.