მთავარი არხის წინააღმდეგ ქარტიას მომართეს
04.11.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო სადაზღვევო კომპანია “უნისონის” განცხადება მთავარი არხის წინააღმდეგ.

სადავო ჟურნალისტური პროდუქტი "უნისონმა" 30 მილიონის ტენდერი მოიგო და "ქართულ ოცნებას" 327 ათასი შესწირა" ტელეკომპანიის ეთერში, 2020 წლის 21 ოქტომბერს გავიდა.

განმცხადებლის განმარტებით, ეთერში გასული მასალა შეიცავს უსაფუძვლო ბრალდებებს კომპანიის საქმიანობის შესახებ. მისივე პოზიციით, მსგავსი ფორმით ინფორმაციის გავრცელებას აქვს პოლიტიკური მოტივი.

განმცხადებელი დავობს ქარტიის ინფორმაციის სიზუსტისა (პირველი) და ფაქტის განზრახ დამახინჯება (მეთერთმეტე) პრინციპების დარღვევაზე.

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.