17.11.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით,
პირველი არხის ჟურნალისტმა ბელა ზაქაიძემ ქარტიის პირველი (არაზუსტი
ინფორმაცია) პრინციპი დაარღვია.მის წინააღმდეგ ქარტიას შპს "სფერო ჰოლდინგმა" მომართა. სადავო ჟურნალისტური პროდუქტი “მოტყუებული მომხმარებლები”, ტელეკომპანიის ეთერში 2020 წლის 6 სექტემბერს გავიდა.
განმცხადებელი განმარტავდა რომ სიუჟეტში გაჟღერებული ინფორმაცია შეიცავდა არასწორ ინფორმაციას და მასში არ იყო ასახული ადრესატის, შპს “სფერო ჰოლდინგის”, პოზიცია.
მხარე ასევე დავობდა ქარტიის მეხუთე (შესწორება) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპების დარღვევაზე, მაგრამ საბჭოს ამ ნაწილებზე დარღვევა არ დაუდგენია.
გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.