26.11.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო
მარიამ არველაძის განცხადება ტელეკომპანია ობიექტივის ჟურნალისტის -
ქეთი შერგელაშვილის წინააღმდეგ.სადავო ჟურნალისტური პროდუქტი “ლელოს“ არარეალური შემომწირველები” ტელეკომპანიის ეთერში, გადაცემაში “ნამდვილი ამბები” , 2020 წლის 14 ოქტომბერს გავიდა.
განმცხადებლის განმარტებით, სიუჟეტში გადმოცემული ინფორმაცია პოლიტიკური პარტია “ლელოსადმი” შემოწირულობების შესახებ არასწორია და როგორც მხარე განმარტავს, ჟურნალისტმა განზრახ გაავრცელა ფაქტები არასწორი ინტერპრეტაციით.
განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპების დარღვევაზე.
ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.