26.11.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო
ქალთა ინიციატივების მხარდამჭერის ჯგუფის (WISG) განცხადება კომედი
არხის წინააღმდეგ.სადავო ჟურნალისტური პროდუქტი ტელეკომპანიის ეთერში, გადაცემაში “სიცილის ზონა” , 2020 წლის 12 ნოემბერს გავიდა.
განმცხადებლის განმარტებით, გადაცემაში გავიდა ე.წ.“სკეჩი”, რომლის თემა იყო გაუპატიურება. მხარე მიიჩნევს, რომ თემა ისეთი ფორმით არის წარმოჩენილი, რომ ახდენს გაუპატიურების და მსგავსი ძალადობრივი ქმედების ნორმალიზებას. ასევე ხელს უწყობს ძალადობის მსხვერპლი ადამ იანების რეტრავმირებას და მათ დისკრიმინაციას.
განმცხადებელი დავობს დისკრიმინაციის (მეშვიდე) პრინციპის დარღვევაზე.
ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.