01.12.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, TV
პირველის ჟურნალისტებმა ეკატერინე მაღრაძემ და ნინო ელიკაშვილმა
ინფორმაციის სიზუსტის პრინციპი დაარღვიეს.მათ წინააღმდეგ ქარტიას ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მომართა. სადავო ჟურნალისტური პროდუქტი ტელეკომპანიის ეთერში, 2020 წლის 2 ივლისს გავიდა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ საწვავში დახარჯულ თანხებს ეხებოდა.
განმცხადებელი განმარტავდა, რომ სიუჟეტში მოყვანილი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ცესკო შეძენილი მანქანების ოდენობითა და დახარჯული საწვავის ლიმიტის გადაჭარბებაში ლიდერია, IDFI-ის კვლევაში არ არის მოხსენიებული და ამის თაობაზე გავრცელებული ინფორმაცია არასწორია.
მხარე ასევე დავობდა მესამე (დადასტურებული წყარო) პრინციპზე, მაგრამ საბჭოს ამ ნაწილზე დარღვევა არ დაუდგენია.
გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.