02.12.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით,
მთავარი არხის ჟურნალისტმა გიგლა თუმანიშვილმა ინფორმაციის სიზუსტის
და პლაგიატის პრინციპები დაარღვია. მის წინააღმდეგ ქარტიას
გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანებამ “აი ფაქტი ”მომართა. სადავო
ჟურნალისტური პროდუქტი 2020 წლის 28 მაისს 9 საათიან გამოშვებაში
გავიდა და მეუფე ანტონის საკუთრებაში არსებულ ქონებას ეხება.განმცხადებელი უთითებდა რომ გამოშვებაში ჟურნალისტმა დაუშვა რამდენიმე ფაქტობრივი შეცდომა შემდეგ გარემოებებთან დაკავშირებით:
- რა უფლებით ჰქონდა გადაცემული მეუფე ანტონს მიწა ბაღდადში;
- რამდენ კვადრატულ რეგისტრირებულ მიწას ფლობს ვარციხეში და რას წარმოადგენს ეს ტერიტორია;
- რამდენ კვადრატულ ბინას ფლობს თბილისში;
- ვანში მეუფე ანტონის ინიციატივით გახსნილია ევროკლუბი თუ გიმნაზია
გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.