03.12.2020
ქარტიის პრიზი 2020-ის მოსაპოვებლად ნომინაციაში - ჟურნალისტური
გამოძიება COVID-19-ზე, ნამუშევრების მიღების ვადა 8 დეკემბრამდე
გახანგრძლივდა.კონკურსში მონაწილეობის მსურველმა:
- უნდა წარმოადგინოს ჟურნალისტური პროდუქტი, რომელიც გამოქვეყნდა 2019 წლის 1 ნოემბრიდან 2020 წლის 25 ნოემბრამდე პერიოდში
- საკონკურსოდ მასალის წარდგენა შეუძლია როგორც ჟურნალისტს ინდივიდუალურად, ისე მედიასაშუალებას
- მონაწილეობის მსურველმა უნდა წარადგინოს გამოქვეყნებული მასალის ბმული. იმ შემთხვევაში თუ საკონკურსო ნამუშევარი ინტერნეტ სივრცეში არ მოიძებნება, კონკურსანტს შეუძლია გამოგზავნოს ვიდეო რეპორტაჟის და მულტიმედიის შემთხვევაში ჩანაწერი, სტატიის შემთხვევაში კი მისი სკანირებული ან სქრინ ვერსია
- მონაწილეობის მსურველმა უნდა შეავსოს აპლიკაცია
- დამატებითი მასალები (არსებობის შემთხვევაში) გამოგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ethicscharter@gmail.com
- საკონკურსო ნაშრომი გამოქვეყნებული უნდა იყოს საქართველოში მოქმედ რომელიმე მედიასაშუალებაში.
საკონკურსო ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 8 დეკემბერი 18:00 საათი.
გამარჯვებული გამოვლინდება 2020 წლის დეკემბერში საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საერთო კრებაზე.
ნამუშევრების შეფასების ზოგადი კრიტერიუმები:
- თემის აქტუალობა/მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი
- თხრობის სტილი და ტექნიკა
- ინფორმაციის გადმოცემის ხერხების მრავალფეროვნება
- სიუჟეტების და მულტიმედია პროექტის შემთხვევაში ასევე დრამატურგია და ვიზუალური მხარე
- ინფორმაციის წყაროთა მრავალფეროვნება
- ინფორმაციის სიზუსტე
- ფაქტებისა და მოსაზრებების გამიჯვნა, მიუკერძოებლობა
- მხარეთა ბალანსი
- სიძულვილის ენისა და შეუფერებელი ლექსიკის უარყოფა/ გამოუყენებლობა
ჟურნალისტური პროდუქტის შერჩევის მთავარი კრიტერიუმია პროფესიული და ეთიკური სტანდარტები, რასაც ეფუძნება საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია.
პრიზი დაწესებულია IREX-ის M-TAG პროგრამის მიერ.