07.12.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო
მიტროპოლიტი ნიკოლოზის განცხადება “მთავარი არხის” ჟურნალისტის - ბექა
ყორშიას წინააღმდეგ.სადავო ჟურნალისტური სიუჟეტი „მღვდლების ვნებანი”, ტელეკომპანიის ეთერში, გადაცემაში - „მთავარი შაბათს მიშა სესიაშვილთან ერთად”, 2020 წლის 5 დეკემბერს გავიდა.
განმცხადებლის განმარტებით, სიუჟეტში გადმოცემული ინფორმაცია, თითქოს, სექს-შოპმა მას საჩუქარი გადასცა, სიმართლეს არ შეესაბამება. მხარე მიიჩნევს, რომ ჟურნალისტის მხრიდან ამბის ამ ფორმით გაჟღერება დისკრიმინაციულია და ეფუძნება ცრუ ბრალდებებს.
განმცხადებელი დავობს ქარტიის შემდეგი პრინციპების დარღვევაზე:
- პირველი - ინფორმაციის სიზუსტე;
- მესამე - დადასტურებული წყარო;
- მეხუთე - არაზუსტი ინფორმაციის შესწორება;
- მეშვიდე - დისკრიმინაცია;
- მეთერთმეტე - ფაქტის განზრახ დამახინჯება
ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.