09.12.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო
სალომე კვირიკაშვილის, მარიამ ქრისტესიაშვილის, კესო ქარდავას და იაგო
შაკაიას განცხადება, სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2-ს გადაცემა “ღამის
კურიერის” წამყვანების - დავით კაკულიას და ირაკლი იმნაიშვილის
წინააღმდეგ.სადავო ჟურნალისტური პროდუქტი ტელეკომპანიის ეთერში, გადაცემაში - “ღამის კურიერი” 2020 წლის 19 ნოემბერს გავიდა.
განმცხადებლების განმარტებით, გადაცემაში მოწვეულმა სტუმარმა, ირაკლი კობახიძემ, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებზე საუბრისას გამოიყენა ოჯახში ძალადობის შემთხვევის ანალოგია.
განმცხადებლების პოზიციით შედარება იყო შეუსაბამო და აძლიერებდა ოჯახური ძალადობის მიმართ საზოგადოებაში არსებულ არასწორ და სტიგმის შემცველ დამოკიდებულებებს. განმცხადებლები მიუთითებენ რომ წამყვანს არ დაუსვამს დამაზუსტებელი კითხვები და არც ნათქვამის განმარტება უთხოვია სტუმრისათვის. მათი აზრით, დარღვეულია ქარტიის მეშვიდე - დისკრიმინაციის პრინციპი.
ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპი.