11.12.2020
კოალიციამ „მედიის
ადვოკატირებისთვის” „ღია საზოგადოების ფონდის“ მხარდაჭერით
საქართველოს მედიაგარემოსთან დაკავშირებულ საკვანძო საკითხებზე ხუთი
მიმოხილვა მოამზადა. დოკუმენტების მიზანია იმ სამართლებრივი და
პოლიტიკური ბარიერების იდენტიფიცირება, რომლებიც 2020 წლის საარჩევნო
პროცესებში აფერხებდნენ მედიის მუშაობას.
მიმოხილვები ეფუძნება სამაგიდო კვლევას და ექსპერტებთან და მედიის წარმომადგენლებთან ჩატარებულ ინტერვიუებს. მასალა მომზადდა წინასაარჩევნო პერიოდში, თუმცა მოგვიანებით განახლდა არჩევნების შემდგომი მოვლენების გათვალისწინებით.
ბმულზე შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ მასალებს:
- კომუნიკაციების კომისიის გამოცდილება: რა ელოდებათ მაუწყებლებს
- საინფორმაციო უსაფრთხოება,დეზინფორმაცია და პროპაგანდა: საქართველოს მთავრობა მცდარად განმარტავს საფრთხეებს
- საზოგადოებრივი მაუწყებელი საქართველოში: ვის ემსახურება იგი - საზოგადოებრივ ინტერესს თუ მთავრობას?
- უსაფრთხო მედიაგარემოსა და ჟურნალისტების თანაბარი მოპყრობის უზრუნველყოფა 2020 წლის არჩევნების პერიოდში
- ინფორმაციის ხელმისაწვდომობა - გადაუჭრელი პრობლემა ქართველი ჟურნალისტებისთვის