16.12.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო
გიორგი ფეიქრიშვილის განცხადება ტელეკომპანია ფორმულას, გადაცემა
“ბაიასთან” წამყვანის - ბაია დვალიშვილის წინააღმდეგ.სადავო ჟურნალისტური გადაცემა ტელეკომპანიის ეთერში, გადაცემაში “ბაიასთან”, 2020 წლის 30 ნოემბერს გავიდა.
განმცხადებლის განმარტებით, სიუჟეტში გადმოცემული ინფორმაცია მასზე, როგორც მოძალადედ წარმოჩენაზე სიმართლეს არ შეესაბამება, ჟურნალისტს კი არ უცდია სიზუსტის მასთან, როგორც მხარესთან გადამოწმება. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ მსგავსი ფორმით გავრცელებული ინფორმაციით მას მიადგა რეპუტაციული ზიანი, და ასევე ნეგატიურად აისახება სასამართლოს სამომავლო გადაწყვეტილებაზე.
განმცხადებელი დავობს ქარტიის შემდეგი პრინციპების დარღვევაზე:
- პირველი - ინფორმაციის სიზუსტე;
- მესამე - დადასტურებული წყარო;
- მეხუთე - არაზუსტი ინფორმაციის შესწორება;
- მეშვიდე - დისკრიმინაცია;
- მეცხრე - სარედაქციო და სარეკლამო მასალების გამიჯვნა;
- მეათე - პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა;
- მეთერთმეტე - ფაქტის განზრახ დამახინჯება;